უეინ რუნის გვარდიოლას ასისტენტობა სურს #1TVSPORT
უეინ რუნის გვარდიოლას ასისტენტობა სურს #1TVSPORT

ინგლისის ნაკრებისა და „მანჩსტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, უეინ რუნიმ „სიტის“ მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას თანაშემწეობის სურვილი გამოთქვა.

„თუ პეპს ჩემთან ერთად მუშაობის სურვილი ექნება, მაშინვე მასთან გავჩნდები. ნახეთ, რას აკეთებს ახლა მიკელ არტეტა. დარწმუნებული ვარ, რომ გვარდიოლას ასისტენტობით მან ძალიან ბევრი რამ ისწავლა“, – მიაჩნია უეინ რუნის.

რუნი „ევერტონის“ აღზრდილია, საიდანაც „იუნაიტედის“ რიგებს შეუერთდა და კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მანჩესტერულ კლუბში გაატარა. „იუნაიტედის“ შემადგენლობაში რუნიმ 559 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 253 გოლი და 145 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გახდა – რუნი „დერბი ქაუნთის“, „დი-სი იუნაიტედსა“ და „ბირმინგემს“ წვრთნიდა.