„ტურ დე ფრანსი“ გერაინტ ტომასმა მოიგო
„ტურ დე ფრანსი“ გერაინტ ტომასმა მოიგო

გამოვლინდა ფრანგული ველომარათონის „ტურ დე ფრანსის“ 2018 წლის ჩემპიონი. პირველად თავის კარიერაში, ტურის ტრიუმფატორი გახდა Sky-ის ველომრბოლი გერაინტ ტომასი. მან წუთითა და 51 წამით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ჰოლანდიელს ტომ დუმოლენს.

საერთო ჩათვლაში მესამე იყო „ტურ და ფრანსის“ ოთხგზის ჩემპიონი, ბრიტანელი კრის ფრუმი.

32 წლის ტომასს აქამდე ყველაზე დიდი გამარჯვება ველოტრეკზე ჰქონდა, ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.