ტურ დე ფრანსი კოლუმბიელმა ბერნალმა მოიგო
ტურ დე ფრანსი კოლუმბიელმა ბერნალმა მოიგო

28 ივლისს, პარიზში ყველაზე პრესტიჟული ველორბოლა ტურ დე ფრანსი დასრულდა. საერთო ჩათვლაში გამარჯვება კოლუმბიელმა ეგან ბერნალმა მოიპოვა. ის გახდა ბოლო 110 წლის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა ველომრბოლი (22 წლის და 196 დღის), რომელმაც ფრანგულ ველომარათონში პირველი ადგილი დაიკავა.

ტურ დე ფრანსის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია ანრი კორნე – მან 1904 წელს 20 წლის ასაკში მოიგო ეს ველორბოლა.

გარდა ამისა, ბერნალი არის ტურ დე ფრანსის პირველი სამხრეთამერიკელი და შესაბამისად, კოლუმბიელი გამარჯვებული.

ბერნალი წარმოადგენს ველოსაჯინიბო Team INEOS-ს. მეორე ადგილზე გენერალურ კლასიფიკაციაში მისი თანაგუნდელი, ბრიტანელი გერეინტ ტომასი გავიდა.