ბირმინგემში ტურ დე ფრანსის თასი მოიპარეს
ბირმინგემში ტურ დე ფრანსის თასი მოიპარეს

ბრიტანულმა ველოსაჯინიბო Sky-მ თავის ოფიციალურ გვერდზე, ლეგენდარული ფრანგული ველომარათონის „ტურ დე ფრანსის“ თასის ქურდობის შესახებ გამოაცხადა. ეს პრიზი 2018 წლის სეზონში, კარიერაში პირველად გერაინტ ტომასმა მოიპოვა.

აღნიშნავენ, რომ თასი ქალაქ ბირმინგემში, ველოშოუს დროს მოიპარეს.

„სამწუხაროდ, ტერიტორიის დალაგების დროს, „ტურ დე ფრანსის“ პრიზი, რომელიც გერაინტ ტომასს ეკუთვნის, წამით უმეთვალყურეოდ დარჩა და ის მაშინვე მოიპარეს“ – წერია განცხადებაში.