ტურ დე ფრანსის შარშანდელი ტრიუმფატორი ზედიზედ მეორე ტიტულისთვის ემზადება
ტურ დე ფრანსის შარშანდელი ტრიუმფატორი ზედიზედ მეორე ტიტულისთვის ემზადება

ბრიტანელი ველომრბოლი გერეინტ თომასი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა წელს ზედიზედ მეორედ მოიგოს ტურ დე ფრანსი. თებერვალში უელსელმა განაცხადა, რომ მაისის ჯირო დიტალიას გამოტოვებს, რათა ივლისისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს.

„სიამოვნებით მოვიგებდი კიდევ ერთხელ, მაგრამ საკუთარ თავს ზემოქმედებაში არ ვამყოფებ“, – განაცხადა 32 წლის თომასმა, – „არც ისე შორს ვარ იმ ფორმიდან, რომელშიც გასულ წელს ვიყავი და ზუსტად ვიცი, რაც უნდა გავაკეთო“.

გერეინტ თომასი მესამე ბრიტანელია, რომელმაც ტურ დე ფრანსი მოიგო. პირველი ორი იყვნენ კრის ფრუმი და ბრედლი ვიგინსი.

წელს პოპულარული ველოტურნირი საფრანგეთში სტარტს 6 ივლისს აიღებს და საერთო ჯამში (21 ეტაპი) სპორტსმენები 3460 კილომეტრს გაივლიან.