დანიამ დაადასტურა, რომ კოპენჰაგენი ევრო 2020-ის მატჩებს მიიღებს
დანიამ დაადასტურა, რომ კოპენჰაგენი ევრო 2020-ის მატჩებს მიიღებს

დანიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ კოპენჰაგენი კვლავინდებურად მზად არის 2021 წლისთვის გადატანილი ევრო 2020-ის მატჩები მიიღოს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ დანიამ, შესაძლოა, უარი თქვას ჩემპიონატის მასპინძლობაზე, რადგან 2021 წლის ივნისში, იმავე ვადებში ქვეყანაში ველომარათონ „ტურ დე ფრანსის“ რამდენიმე ეტაპი უნდა გაიმართოს.

„ევროპის ჩემპიონატი – ერთ-ერთი უმსხვილესი სპორტული ტურნირია მსოფლიოში. ეს არის ისტორიული მოვლენა და ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ოთხ შეხვედრას კოპენჰაგენში, რითაც ქვეყანას საფეხბურთო ზეიმს ვაჩუქებთ. ეს იქნება დიადი მოვლენა როგორც ნაკრებისთვის, ასევე დანიელი გულშემატკივრებისთვის.

მადლობა სტადიონ „პარკენის“, ქალაქ კოპენჰაგენის, უეფასა და ტურ დე ფრანსის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ ყველა მხარემ იპოვა იმ რთული ამოცანის კონსტრუქციული გადაწყვეტის გზა, რასაც ტურნირების შეთავსება ჰქვია. მოუთმენლად ველოდებით 2021 წლის სპორტულ ზაფხულს“, – განაცხადა დანიის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა იესპერ მიოლერმა.

დატოვე კომენტარი