საფრანგეთში სპორტი ივლისის შუა რიცხვებამდე აიკრძალა
საფრანგეთში სპორტი ივლისის შუა რიცხვებამდე აიკრძალა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნისადმი ოფიციალურ მიმართვაში გამოაცხადა, რომ ივლისის შუა რიცხვებამდე ქვეყანაში აკრძალულია მასობრივი ღონისძიებები. ეს ნიშნავს, რომ ამ პერიოდში არანაირი სპორტული ტურნირი არ გაიმართება.

ადამიანების მასობრივი თავშეყრის ადგილებიც დახურული რჩება. მაკრონის თქმით, 11 მაისიდან საფრანგეთში ოდნავ შემსუბუქდება საკარანტინო ზომები.

საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატი გაურკვეველი ვადით არის შეწყვეტილი. საჩოგბურთო ტურნირი „როლან გაროსი“ ტრადიციულ დროს არ გაიმართება და ის გადატანილია შემოდგომისთვის. ასევე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ გადაიტანეს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ველორბოლა „ტურ დე ფრანსი“, რომელიც 27 ივნისიდან 19 ივლისამდე უნდა გამართულიყო.