ტუნისში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
ტუნისში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა

ტუნისში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. დაკავებული კანდიდატი, ნაბილ კაროუი აცხადებს, რომ არჩევნები მისმა პარტიამ მოიგო.

არჩევნებთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

არჩევნების დასრულების შემდეგ, კომენტარი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაკეთდა, სადაც განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის აქტივობა დაბალი იყო.

პარტია „ტუნისის გულის“ ლიდერი, ნაბილ კაროუი აგვისტოში დააკავეს. მას ბრალი გადასახადებისგან თავის არიდებაში ედება. თავად პოლიტიკოსი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ამ გზით ხელისუფლება მის ჩამოშორებას ცდილობს.