თუ ბულგარეთი საქართველოსთან ვერ მოიგებს, პეტროვი მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს #1TVSPORT
ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იასენ პეტროვი თანამდებობას დატოვებს, თუ გუნდი საქართველოსთან შეხვედრას ვერ მოიგებს – ინფორმაციას ბულგარული გამოცემა „ტრუდი“ ავრცელებს.
ერთა ლიგის პირველ მატჩში ბულგარელებმა რაზგრადში ჩრდილოეთმ აკედონიას უმასპინძლეს და მხოლოდ ქულა მოიპოვეს, რამაც გუნდის ამბიციები ც4 ჯგუფში (სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს) შეამცირა. ამის გამო ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იასენ პეტროვის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავენ.
„მატჩის მეორე დღეს იასენ პეტროვი მიხაილოვმა დაიბარა, რათა წარუდგინოს თავისი ვერსია ერთა ლიგის მატჩში წარუმატებელი თამაშის შესახებ. ამბობენ, რომ რომელიმე შემდეგ მატჩში წარუმატებლობის შემთხვევაში მწვრთნელის შეცვლა არ გამოირიცხება. ამავდროულად, ნაკრების ხუთმა საკვანძო მოთამაშემ ასევე განიხილა გუნდის თამაშთან დაკავშირებული ვითარება, რათა პრობლემა გადაწყდეს. მოთამაშეთა სურვილია ჯგუფის მოგება, რათა დიდ ტურნირზე თამაშის შანსი მოიპოვონ“, – იუწყება „ტრუდი“.
„ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი ნაკრების ტექნიკურ დირექტორს გეორგი ივანოვს და ეროვნული ნაკრების მწვრთნელს იასენ პეტროვს ვარნაში შეხვდა. საუბარი იყო ჩვენი გუნდის გამოსვლაზე ერთა ლიგის პირველ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ბულგარეთის ქალაქ რაზგრადის „ჰუვეფარმა არენაზე“ შეხვედრა 1:1 დასრულდა. მიხაილოვიმა გუნდს წარმატებები უსურვა საქართველოს წინააღმდეგ კვირას გასამართ მატჩში, რომელიც ასევე რაზგრადში გაიმართება“, – წერს ბულგარული გამოცემა.