ბულგარეთის ნაკრების მცველი - ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან შესახვედრად #1TVSPORT
ბულგარეთის ნაკრების მცველი - ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან შესახვედრად #1TVSPORT

საქართველოსთან შეხვედრამდე ბულგარეთის ნაკრების წევრმა ანტონ ნედიალკოვმა მედიასთან ისაუბრა. „ლუდოგორეცის“ მცველმა თქვა, რომ რთული მატჩი ელის, მაგრამ იქვე მოაყოლა, რომ მეტოქის შიში არ აქვთ.

„საქართველოს ნაკრებზე ვიტყოდი, რომ კომპაქტური, კოლექტიური გუნდია. ზოგიერთ მათგანს ვიცნობ, რადგან საკლუბო დონეზე მათ წინააღმდეგ მითამაშია. მათი ორგანიზებულობა ხელს ვერ შეგვიშლის. ჩვენ მზად ვართ მათთან სათამაშოდ და ხვალ შედეგს ნახავთ“, – განაცხადა ნედიალკოვმა.

მან კომენტარი გააკეთა ბულგარელთა მწვრთნელის, იასენ პეტროვის ნათქვამზე, რომ დღევანდელ მსოფლიოში ფავორიტები არ არსებობენ.

„როგორც მწვრთნელმა თქვა, იოლი მატჩი არ გველოდება, პირიქით. ჩვენ ველით, რომ რთული მატჩი იქნება, მაგრამ მე არ ვნერვიულობ, რადგან კარგად ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ და მიმაჩნია, რომ სათამაშოდ მზად ვართ. ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით ამ მატჩს. დაცვაში ძალიან ფზილად უნდა ვითამაშოთ, რადგან საქართველოს ნაკრებს კონტრშეტევები ძალიან კარგად გამოსდის“, – განაცხადა ნედიალკოვმა.