იასენ პეტროვი - ჩვენ საკუთარ თავს ფავორიტს არასოდეს ვუწოდებთ #1TVSPORT
იასენ პეტროვი - ჩვენ საკუთარ თავს ფავორიტს არასოდეს ვუწოდებთ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მატჩამდე ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი იასენ პეტროვი მედიას შეხვდა და მატჩთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა. ეს ერთა ლიგაზე ბულგარეთის მეორე მატჩია, რომელიც რაზგრადში გაიმართება. 2 ივნისს ბულგარეთმა პირველი შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ 1:1 ითამაშა.

„ჩვენ ორი პრობლემური მოთამაშე გვყავს. მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის ყველა მონაწილე ჯანმრთელადაა და სათამაშოდ მზად არიან. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ შევიტანთ ცვლილებებს, რათა შემადგენლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ხვალ ნახავთ, რამდენი ცვლილება იქნება“, – განაცხადა პეტროვმა.

მან საქართველოს ნაკრების დაფასების აუცილებლობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ბულგარეთმა საქართველოს ნაკრები 4:1 დაამარცხა.

„პატივს ვცემთ საქართველოს, ასევე მათ მწვრთნელს, ვილი სანიოლს. გვესმის, რომ ეს იქნება შარშანდელისგან სრულიად განსხვავებული მატჩი. ახლანდელ ფეხბურთში ფავორიტები და აუტსაიდერები აღარ არსებობენ. ფეხბურთი ძალიან თანაბარ თამაში გახდა. როცა ვინმეს უპირატესობას ანიჭებ, ეს საშიში ხაფანგია. საკუთარ თავს ფავორიტს არასოდეს ვუწოდებთ. მაგრამ ჩვენი მიზანი გამარჯვებაა“, – ამბობს ბულგარელთა მთავარი მწვრთნელი.