სანიოლი ისევ ლორიას ენდო - ბულგარელებს ზივზივაძე შეუტევს #1TVSPORT
სანიოლი ისევ ლორიას ენდო - ბულგარელებს ზივზივაძე შეუტევს #1TVSPORT

ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ვილი სანიოლის ხელმძვანელობით, ბულგარეთის წინააღმდეგ რაზგრადის „ლუდოგორეც არენაზე“ ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა შემადგენლობაც შეცვალა და სავარაუდოდ, სათამაშო ტაქტიკაც – კარში გიორგი ლორია უცვლელია და გიორგი მამარდაშვილი ისევ სკამზეა. პირველი მატჩის შემდეგ სანიოლმა დაასვენა გიორგი ჩაკვეტაძე, საბა ლობჟანიძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი წიტაიშვილი (მცირე ტრავმა აქვს) და გიორგი მიქაუტაძე.

სამაგიეროდ, ძირითად შემადგენლობაში გამოჩდნენ საბა კვირკველია, ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი აზაროვი, ზუკა დავითაშვილი და ბუდუ ზივზივაძე.

ბულგარეთი-საქართველო

05.06. რაზგრადი. ჰუვეფარმა არენა

ბულგარეთი: მიხაილოვი – ტურიცოვი, ა. ხრისტოვი, ნედიალკოვი, იორდანოვი – ნედელევი, ჩოჩევი, მილანოვი, დესპოდოვი – მ. მინჩევი, ა. ილიევი

სათადარიგოები: ვუცოვი, დულგეროვი – ჩორბაძიისკი, ვ. პოპოვი, ფ. კრასტევი, კოსტადინოვი, გ. მინჩევი, პ. ხრისტოვი, მალინოვი, კრაევი, იანკოვი, სტეფანოვი

მთავარი მწვრთნელი: იასენ პეტროვი

საქართველო: ლორია – კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა – კაკაბაძე, აბურჯანია, კვეკვესკირი, აზაროვი – დავითაშვილი, ზივზივაძე, კვარაცხელია

სათადარიგოები: მამარდაშვილი, კუპატაძე – ყაზაიშვილი, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, კობახიძე, გიორბელიძე, ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი, გვილია, მიქაუტაძე, დვალი

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი