ჩვენ გვრცხვენია თქვენ გამო - საქართველოსთან მარცხისთვის ბულგარეთის ნაკრები გააკრიტიკეს #1TVSPORT
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებთან რაზგრადში გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ბულგარულმა მედიამ საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრები მიწასთან გაასწორა.
„ტრუდი“
„იასენ პეტროვი გადადგა, საქართველომ დაგვამცირა, ბავშვებს კი აღარ სურთ ბულგარული ფეხბურთის ყურება. საქართველოს ნაკრებთან სამარცხვინო მარცხის (2:5) ბოლო წამებზე რაზგრადის სტადიონზე მყოფმა ბავშვებმაც კი იყვირეს „გადადგეს!“. ფედერაციის პრეზიდენტმა ბორისლავ მიხაილოვმა და ტექნიკურმა დირექტორმა გეორგი ივანოვმა სტადიონი ნაადრევად დატოვეს. ყველაზე უარესი, რაც დღეს მოხდა, იყო არა ბულგარული ფეხბურთის „მკვლელობა“, არამედ იმედგაცრუება ბავშვების თვალში. არადა ოდესღაც ჩვენ კერპები გვყავდა“.
„ტოპსპორტი“
„უსულო ფეხბურთის დამატებები! 2:5 საქართველოსთან! ჩვენ გვრცხვენია თქვენ გამო! ბულგარეთის ნაკრებისთვის ფსკერიც უსასრულოა. ჩვენი იმედები, ერთა ლიგაში უფრო წარმატებული გამოსვლის შესახებ არ გამართლდა. საქართველოს ნაკრებმა 5:2 დაამარცხა ე.წ „ლომები“ (ბულგარეთის ნაკრების ზედმეტსახელია). საქართველოსთან მატჩი ნამდვილი ტკივილი იყო ბულგარელი გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სამარცხვინო სპექტაკლის მომსწრენი გახდნენ“.