ტრისტან ტომპსონი „ბოსტონს“ მოელაპარაკა
ტრისტან ტომპსონი „ბოსტონს“ მოელაპარაკა

პირველად თავის სპორტულ კარიერაში ტრისტან ტომპსონი „კლივლენდის“ მაისურით აღარ იასპარეზებს.

Yahoo Sports-ის ჟურნალისტი კრის ჰეინსი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტომპსონმა და „ბოსტონმა“ პირობებზე მოილაპარაკეს და მომდევნო სეზონიდან ტრისტანი „სელტიკსის“ ღირსებას დაიცავს.

ამერიკულ მედიაში ასევე ვრცელდება კონტრაქტის დეტალებიც. ტრისტან ტომპსონმა ახალ გუნდთან ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ჰონორარის სახით ის 19 მილიონ დოლარს მიიღებს.

გასულ სეზონში ამერიკელი ცენტრი „კლივლენდის“ შემადგენლობაში მატჩში საშუალოდ 12 ქულასა და 10.1 მოხსნას აგროვებდა. პარკეტზე საშუალოდ 30.2 წუთს ატარებდა.