ტრიპოლიში განთავსებული ლიბიის მთავრობის ხელმძღვანელმა კონფლიქტის დარეგულირების შეთანხმებას ხელი მოაწერა
ტრიპოლიში განთავსებული ლიბიის მთავრობის ხელმძღვანელმა, ფაიეზ სარაჯმა კონფლიქტის დარეგულირების შეთანხმებას ხელი მოაწერა.
ტრიპოლის მთავრობის მთავარმა მოწინააღმდეგემ, აღმოსავლეთ ლიბიის მმართველმა, ხალიფა ჰათარმა მოსაფიქრებლად დრო აიღო, თუმცა შეთანხმებას პოზიტიურ ჭრილში განიხილავს.
მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თქვეს, რომ ლიბიაში სტაბილურობის მიღწევის მიმართულებით შეხვედრამ გარკვეული პროგრესი უზრუნველყო.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ ხალიფა ჰაფთარი დოკუმენტს ხელს მოაწერს.
ფაიეზ სარაჯის მთავრობას თურქეთი უჭერს მხარს, ხალიფა ჰაფთარის ძალებს კი რუსეთი.
ლიბიის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით 19 იანვარს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში კონფერენცია გაიმართება.