ტრიპოლიში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა
ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ისმის სროლის ხმაც.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახურის წარმომადგენლის ხალედ ამარის თქმით, შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და შენობას ცეცხლი წაუკიდეს.