ტრინკაომ 250-ათასიანი სპორტული ავტომობილი შეიძინა

08:48, 11.02.2021

„ბარსელონას“ ფორვარდმა ტრინკაომ ექსკლუზიური სპორტული ავტომობილი შეიძინა და მასში 250 ათასი ევრო გადაიხადა. ეს არის Lamborghini Huracan EVO, რომლის სიმძლავრე 640 ცხენის ძალაა, მაქსიმალური სიჩქარე – საათში 325 კილომეტრი, ხოლო 100 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს 2.9 წამში.

კვირას ტრინკაომ თავისი პირველი გოლი გაიტანა „ბარსელონას“ შემადგენლობაში. ამისთვის მას 23 მატჩის ჩატარება დასჭირდა.

მსგავსი