მიმდინარე წლის აგვისტოში დაწყებული საფეხბურთო დავა დღემდე გრძელდებოდა.
11 აგვისტოს თბილისის “მიხეილ მესხზე“, ეროვნული ლიგის მატჩი “ლოკომოტივისა” და “ტორპედოს” ტრიბუნებზე დაწყებული ჩხუბის გამო ჩაიშალა.
ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა 15 აგვისტოს ორივე გუნდი 20 ათასი ლარით დააჯარიმა. როგორც გაირკვა, “ლოკომოტივმა” დისციპლინარების გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნია და საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტულ ტრიბუნალში გაასაჩივრა.
ტრიბუნალმა საკითხი მხოლოდ ახლა განიხილა და როგორც ორგანიზაციიდან პირველ არხს აცნობეს, “ლოკომოტივის“ პრეტენზია ნაწილობრივ დააკმაყოფილა – თბილისელებს დადგენილი ფულადი სანქცია შეუმცირეს და 20 ათასის ნაცვლად, 12 500 ლარს გადაიხდიან.