ზამთრის თასის ფინალში „შევარდენი“ და „ლოკომოტივი“ ითამაშებენ

12:12, 14.01.2018

ზამთრის თასის გათამაშება გრძელდება. დღეს, დილით ეროვნული ლიგის გუნდების ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა და ფინალისტები გაირკვა.

პირველ შეხვედრაში „შევარდენი“ „ნორჩი დინამოს“ შეხვდა და დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხა, ხოლო მეორე წყვილში „ლოკომოტივმა“ „ვიტ ჯორჯიას“ სძლია – 5:2.

ფინალში ერთმანეთს „შევარდენი“ და „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდებიან. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი