„ლოკომოტივმა“ „საბურთალო“ გააჩემპიონა - კორღალიძემ გუნდი ხუთეულში შეიყვანა
„ლოკომოტივმა“ „საბურთალო“ გააჩემპიონა - კორღალიძემ გუნდი ხუთეულში შეიყვანა

თბილისის „ლოკომოტივმა“ „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის“ ლიდერი, ბათუმის „დინამო“ დაამარცხა და ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

ლევან კორღალიძის გუნდმა მე-18 ტურის მატჩი ბათუმის „დინამოსთან“ კარგად ჩაატარა და მეტოქეზე მეტი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ მიზანს მხოლოდ მატჩის მიწურულს მიაღწია: შონია-სამურკასოვის კომბინაცია ზუსტი დარტყმით სიხარულიძემ დააგვირგვინა და „ლოკომოტივს“ მორიგი სამი ქულა მოუტანა 1:0.

ამ გამარჯვებით „ლოკომოტივმა“ ხელი თანაქალაქელ „საბურთალოს“ (38 ქულა) შეუწყო, რომელიც „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის“ პირველი ნახევრის ჩემპიონი გახდა – ბათუმელები კონკურენტს ქულით ჩამორჩნენ.

თბილისის „ლოკომოტივმაექვსმატჩიანი წაუგებელი სერიით იმდენი მოახერხა, რომ ბოლო ადგილიდან ხუთეულში გადაინაცვლა (25 ქულა) და ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

მე-18 ტურის ბოლო შეხვედრა 16 ივნისს, „დინამო არენაზე“ გაიმართება – თბილისის „დინამო“ „ვიტ ჯორჯიას“ მიიღებს.

შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.