საბა კვირკველია და „ლოკომოტივი“ ევროპის ლიგას გამოეთიშნენ
საბა კვირკველია და „ლოკომოტივი“ ევროპის ლიგას გამოეთიშნენ

2017-2018 წლების ევროთასებს ბოლო ქართველი ფეხბურთელი გამოეთიშა. ევროპის ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში, მოსკოვის „ლოკომოტივმა“ მეორე მატჩიც დიდი ანგარიშით წააგო მადრიდის “ატლეტიკოსთან” და ორი თამაშის ჯამში 1:8 დამარცხდა.

„ატლეტიკოს“ პირველი შეხვედრა შინ 3:0 ჰქონდა მოგებული. მოსკოვის მატჩის პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს – კორეამ მადრიდელები დააწინაურა, ანგარიში კი რიბუსმა გაათანაბრა. მეორე ნახევარში “ატლეტიკო” დომინირებდა მოედანზე და ოთხი უპასუხო გოლი გაიტანა – დუბლი შეასრულა ფერნანდო ტორესმა, თითო გოლი მიითვალეს გრიზმანმა და საულ ნიგესმა – 5:1 ესპანური კლუბის სასარგებლოდ.

„ლოკომოტივის“ რიგებში 90 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა საბა კვირკველიამ.