ტრამპი შრი-ლანკაზე აფეთქებებისას დაღუპულებს უსამძიმრებს
ტრამპი შრი-ლანკაზე აფეთქებებისას დაღუპულებს უსამძიმრებს

შრი-ლანკაზე მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულების ოჯახებს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიუსამძიმრა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გააკეთა.

„ტერორისტები დაესხნენ თავს ეკლესიებს და სასტუმროებს. აშშ-ში გულისხმიერ სამძიმარს უცხადებს შრი-ლანკელ ხალხს. ჩვენ მზად ვართ მათ დასახმარებლად“, – წერს დონალდ ტრამპი

შრი-ლანკაზე აფეთქებების სერიის შედეგად ბოლო მონაცმებით 207 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მომხდარს ტერაქტი უწოდეს. დაკავებული 7 ეჭვმიტანილი.