შრი-ლანკაზე მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულების ოჯახებს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიუსამძიმრა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გააკეთა.
„ტერორისტები დაესხნენ თავს ეკლესიებს და სასტუმროებს. აშშ-ში გულისხმიერ სამძიმარს უცხადებს შრი-ლანკელ ხალხს. ჩვენ მზად ვართ მათ დასახმარებლად“, – წერს დონალდ ტრამპი
შრი-ლანკაზე აფეთქებების სერიის შედეგად ბოლო მონაცმებით 207 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მომხდარს ტერაქტი უწოდეს. დაკავებული 7 ეჭვმიტანილი.