„ტოტენჰემი“ ფილიპე კოუტინიოს გადაბირებით დაინტერესებული აღარ არის. ლონდონურ კლუბს 27 წლის ბრაზილიელი იჯარით სურდა, თუმცა „ბარსელონასთან“ შეთანხმება, როგორც ჩანს, არ შედგა.
შეგახსენებთ, რომ კოუტინიო „ლივერპულიდან“ კატალონიურ გრანდში 2018 წელს გადავიდა და „ბარსელონამ“ მასში 155 მილიონი ევრო გადაიხადა. მას შემდეგ, „ბლაუგრანას“ შემადგენლობაში მან 76 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა, თუმცა იმედები ბოლომდე ვერ გაამართლა და ერთ-ერთ ყველაზე დიდ იმედგაცრუებად იქცა.
მისი გადაბირებით, „ტოტენჰემის“ გარდა, „პარი სენ-ჟერმენი“, „არსენალი“ და „ლივერპული“ იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა კოუტინიო ჯერ ისევ „ბარსელონას“ ფეხბურთელად რჩება.
საინტერესოა ასევე, რომ 2012 წელს, როდესაც ბრაზილიელი „ესპანიოლში“ თამაშობდა, გუნდს „ტოტენჰემის“ ახლანდელი თავკაცი, მაურისიო პოჩეტინო წვრთნიდა.