ლონდონის „ტოტენჰემმა“ ტრავმის გამო კიდევ ერთი ლიდერი დაკარგა. ნახევარმცველი დელე ალი დაახლოებით თვენახევარს გამოტოვებს იმ დაზიანების გამო, რომელიც „ფულჰემთან“ ბოლო ტურის მატჩში მიიღო.
„სამედიცინო შემოწმების შემდეგ, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დელე ალიმ „ფულჰემთან“ კვირას გამართულ მატჩში მუხლი დაიზიანა“, – წერია გუნდის ოფიციალურ „ტვიტერზე“.
ასე რომ, ალი „ტოტენჰემის“ მომდევნო შვიდ მატჩს გამოტოვებს. მათ შორისაა, ჩემპიონთა ლიგაზე „დორტმუნდთან“ მერვედფინალის პირველი თამაში. აღნიშნულ შეხვედრაში ტრავმის გამო, ასევე ვერ ითამაშებს ფორვარდი ჰარი კეინიც.
მიმდინარე სეზონში ალიმ 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლი გაიტანა.