„ტოტენჰემმა“ და „სევილიამ“ ფეხბურთელები გაცვალეს #1TVSPORT
„ტოტენჰემმა“ და „სევილიამ“ ფეხბურთელები გაცვალეს #1TVSPORT

როგორც ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს, „ტოტენჰემის“ შემადგენლობა შეავსო შემტევმა ნახევარმცველმა ბრაიან ხილმა.

20 წლის გარემარბმა ინგლისელებთან 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

საპირისპირო მიმართულებით „ტოტენჰემიდან“ „სევილიაში“ გაემგზავრა ნახევარმცველი ერიკ ლამელა. მისი ხელშეკრულება „სევილიასთან“ სამი წელი იქნება ძალაში.

გაცვლის დეტალები საიდუმლოდ დარჩა.

ხილი გასულ სეზონში იჯარით თამაშობდა „ეიბარში“. ამ გუნდში მან 29 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა.

ლამელა „ტოტენჰემში“ „რომადან“ 2013 წელს გადავიდა. დასრულებულ სეზონში არგენტინელმა 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ოთხი გოლით გამოიჩინა თავი.