„ტოტენჰემი“ ახალ სტადიონზე მარტამდე ვერ გადავა
„ტოტენჰემი“ ახალ სტადიონზე მარტამდე ვერ გადავა

ლონდონის „ტოტენჰემის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ გუნდს საშინაო თამაშების „უემბლის“ სტადიონზე ჩატარება მარტამდე მოუწევს. ახალ „უაით ჰარტ ლეინზე“ გუნდი ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში უნდა გადასულიყო, მაგრამ სამშენებლო სამუშაოების შეფერხების გამო, ეს ვერ მოხერხდა.

„მინდა ბოდიში მოვუხადო ჩვენს გულშემატკივრებს და მადლობა ვუთხრა მოთმინებისთვის“, – განაცხადა „ტოტენჰემის“ თავმჯდომარე დენიელი ლევიმ.

ახალი სტადიონის ტევადობა 62 062 იქნება და ის ტოტენჰემის ძველი სტადიონის ადგილას შენდება.