„ტოტენჰემი“ კეინის შესანარჩუნებლად მზად არის, ფეხბურთელს ახალი და გაცილებით ხელსაყრელი კონტრაქტი შესთავაზოს #1TVSPORT
„ტოტენჰემი“ კეინის შესანარჩუნებლად მზად არის, ფეხბურთელს ახალი და გაცილებით ხელსაყრელი კონტრაქტი შესთავაზოს #1TVSPORT

„ტოტენჰემი“ ფორვარდ ჰარი კეინს განახლებულ და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას შესთავაზებს, – იუწყება The Guardian-ი.

ჰარი კეინის ანაზღაურება, არსებული კონტრაქტით, 200 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს და, გამოცემის ინფორმაციით, კლუბი მზად არის, ფეხბურთელს გაცილებით დიდი ხელფასი გადაუხადოს.

ევროპულ პრესაში ხშირად იწერება, რომ 29 წლის კეინი „მანჩესტერ იუნაიტედის“, „რეალის“, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ სტრანსფერო სამიზნეა. „ტოტენჰემს“ კი არ სურს, გუნდის ლიდერი დაკარგოს, რომელთანაც კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.