ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ტოტენჰემი ორ ტურნირს გამოეთიშა. კარაბაოს თასის (ლიგის თასი) ნახევარფინალში ჩელსისთან პენალტების სერიით წაგების შემდეგ, მაურისიო პოჩეტინოს შეგირდებმა ამჯერად ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდში დათმეს კრისტალ პალასთან.
აღსანიშნავია, რომ ტოტენჰემი უკვე მატჩის 35-ე წუთისთის 0-2 აგებდა და თამაშის ბოლომდე ეს ანგარიში აღარ შეცვლილა.
გოლები კრისტალ პალასის სასარგებლოდ კონორ უიკემმა და ანდროს თაუნსენდმა გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ ტოტენჰემს ანგარიშის შემცირების კარგი შანსი პირველი ტაიმის მიწურულს მიეცა, თუმცა კირან ტრიპიერმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა კარს ააცილა.