„ტორონტო რეპტორსმა“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ანგარიში გაათანაბრა (2-2). ახლა უკვე სერია კვლავ მილუოკიში გადაინაცვლებს, სადაც გუნდები რიგით მეხუთე შეხვედრას გამართავენ. ტორონტოელთა წარმატების მთავარი შემოქმედი კავაი ლეონარდია, რომელიც ფენომენალურ კალათბურთს აჩვენებს და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
საინტერესოა, რომ „ტორონტოს“ დაახლოებით 50-მდე რესტორანი კავაის გუნდში დარჩენის შემთხვევაში ცხოვრების ბოლომდე უფასო კვებას უზრუნველყოფს. „უბერისა“ და „ლიფტის“ ტაქსის კომპანიები ლეონარდს უფასო მგზავრობას სთავაზობენ იმ შემთხვევაში, თუ კალათბურთელი „რეპტორსთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
შეგახსნებთ, რომ ივნისის ბოლოს, პლეიოფების დასრულების შემდეგ, კავაი თავისუფალი აგენტი ხდება და ჯერჯერობით კვლავ უცნობია თუ სად გააგრძელებს ასპარეზობას „რეპტორსის“ ლიდერი.