კავაი ლეონარდმა, შესაძლოა, ახალი სეზინი სრულად გამოტოვოს #1TVSPORT
კავაი ლეონარდმა, შესაძლოა, ახალი სეზინი სრულად გამოტოვოს #1TVSPORT

„ლოს ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდს კავაი ლეონარდს 2021-22 წლების სეზონის გამოტოვება ემუქრება.

ივლისში ამერიკელმა ოპერაცია გადაიტანა მუხლის ჯვარედინი მყესების აღდგენაზე და მისი მოედანზე დაბრუნების ვადები ჯერჯერობით უცნობია.

„ამ ეტაპზე არ არის ცნობილი – ითამაშებს თუ არა კავაი ახალ სეზონში. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რას იტყვიან ექიმები და თავად კავაი“, – მოჰყავს „კლიპერსის“ მფლობელის სტივ ბალმერის სიტყვები გაზეთ USA Today-ს.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ლეონარდმა ოთხი წლით გააგრძელა კონტრაქტი „კლიპერსთან“. გასულ სეზონში ფორვარდის საშუალო სტატისტიკა იყო – 24.8 ქულა, 5.2 შედეგიანი პასი და 6.5 მოხსნა.

ახალი რეგულარული ჩემპიონატი 19 ოქტომბერს დაიწყება.