თორნიკე ოქრიაშვილის პირველი დუბლი „ანორთოსისში“ - ფამაგუსტელებს ქართველებმა მოაგებინეს
თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ მორიგი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და გაიმარჯვა.
ამჯერად, ქართველი მწვრთნელის გუნდის მეტოქე „ანაგენის დერინია“ იყო. ფამაგუსტელებმა 4:0 მოიგეს, სამი გოლი კი ქართველების ანგარიშზეა.
„ანორთოსის“ ძირითად შემადგენლობაში ორი ქართველი იყო, ნიკა კაჭარავა და თორნიკე ოქრიაშვილი. კაჭარავამ 24-ე წუთზე ფამაგუსტელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო ოქრიაშვილმა (26 და 32 წუთზე) დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
კვიპროსული მედიის ცნობით, მეკარე გიორგი ლორიას მცირე ტრავმა აწუხებს და თამაში გამოტოვა.