თორნიკე ოქრიაშვილის პირველი დუბლი „ანორთოსისში“ – ფამაგუსტელებს ქართველებმა მოაგებინეს

00:57, 15.08.2019

თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ მორიგი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და გაიმარჯვა.

ამჯერად, ქართველი მწვრთნელის გუნდის მეტოქე „ანაგენის დერინია“ იყო. ფამაგუსტელებმა 4:0 მოიგეს, სამი გოლი კი ქართველების ანგარიშზეა.

ანორთოსის“ ძირითად შემადგენლობაში ორი ქართველი იყო, ნიკა კაჭარავა და თორნიკე ოქრიაშვილი. კაჭარავამ 24-ე წუთზე ფამაგუსტელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო ოქრიაშვილმა (26 და 32 წუთზე) დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

კვიპროსული მედიის ცნობით, მეკარე გიორგი ლორიას მცირე ტრავმა აწუხებს და თამაში გამოტოვა.

მსგავსი