ტონი ფერგიუსონმა კონორ მაკგრეგორი გამოიწვია - „დავუბრუნოთ UFC-ის ძველი დიდება“
ტონი ფერგიუსონმა მაისში გამართულ ქარდზე (UFC 249) დროებითი ტიტულისთვის ბრძოლა ჯასტინ გეიჯისთან დათმო. „ელ კუკუი“ მას შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის. როგორც ცნობილი ხდება, ტონიმ ვარჯიში განაახლა და ახალი გამოწვევისთვის მსუბუქი მზადება დაიწყო.
ფერგიუსონმა უკვე დაასახელა მებრძოლი, ვისთანაც სიამოვნებით გამართავდა ორთაბრძოლას. „ელ კუკუიმ“ სამიზნეში კონორ მაკგრეგორი ამოიღო. მან სოციალურ
ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ირლანდიელს მასთან ბრძოლისკენ მოუწოდებს – „მოდი UFC-ის ძველი დიდება დავუბრუნოთ“.
შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა ბოლოს 2020 წლის იანვარში დონალდ სერონე დაამარცხა. რამდენიმე დღის წინ კი ირლანდიელმა კარიერის დასრულები შესახებ გააკეთა განცხადება.