ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი ბეისბოლის მატჩებზე შეამოწმებს ყველა საჭირო ზომას, რომელიც სპორტულ არენებზე გულშემატკივრების უსაფრთხოდ შესვლასა და ყოფნას ეხება.
იაპონიაში სტადიონების ტევადობას 50 პროცენტიდან 80 პროცენტამდე გაზრდიან. მნიშვნელოვან პირობად რჩება მაყურებელმა შეშვებისას ტემპერატურის გაზომვა, აგრეთვე, სადეზინფექციო საშუალებებზე წვდომა. როგორც ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, ამ ექსპერიმენტის წარმატების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ოლიმპიადაზე გულშემატკივრების დაშვებაზე ლაპარაკი.
„ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც ღირებულ შესაძლებლობას – მივიღოთ გამოცდილება კორონავირუსის სფეროში და გავცვალოთ ინფორმაცია დაინტერესებულ მხარეებთან“, – განაცხადეს საორგანიზაციო კომიტეტში.