ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ თამაშების დროს მოწევას ყველა ოლიმპიურ ობიექტზე აკრძალავენ. ამის შესახებ სააგენტო „ეი-პი“-მ (AP) დაწერა. ამასთან, მთლიანად ქვეყანაში მოწევა საზოგადოებრივი კვების ობიექტების ნახევარში ნებადართულია.
იაპონიაში არ არის აკრძალული თამბაქოს რეკლამა ტელევიზიით, ხოლო სიგარეტის კოლოფებზე არ არის დატანილი გრაფიკული გაფრთხილება ჯანმრთელობისთვის ზიანის შესახებ.
სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ იაპონიის მთავრობას თამბაქოს ბიზნესში დიდი წილი აქვს. მას ეკუთვნის სიგარეტის უმსხვილესი კომპანიის „იაპონიის თამბაქოს კორფორაციის“ (Japan Tobacco Inc) აქციების მესამედი.