ტოკიო 2020 | შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი ოლიმპიური ჩემპიონია #1TVSPORT
ქალთა შორის ჩოგბურთში ტოკიო 2020-ის გამარჯვებული შვეიცარიელი ჩოგბურთელი გახდა და საკუთარ ქვეყანას ოლიმპიური მედალი მოუტანა.
ფინალური შეხვედრა 2 საათისა და 28 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. დაძაბულ, ხანგრძლივ დაპირისპირებაში ბელინდა ბენჩიჩმა ჩეხი მარკეტა ვონდროუშოვა სამ სეტში, 7:5, 2:6, 6:3 დაამარცხა.
ხვალ, პირველ აგვისტოს ფინალი ვაჟებს შორის გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს გერმანელი ალექსანდრ ზვერევი და რუსი კარენ ხაჩანოვი დაუპირისპირდებიან.