ტოკიო 2020 | ნაომი ოსაკა ოლიმპიადას მერვედფინალიდან გამოეთიშა #1TVSPORT

11:01, 27.07.2021
Naomi Osaka, of Japan, reacts after losing a point to Marketa Vondrousova, of the Czech Republic, during the third round of the tennis competition at the 2020 Summer Olympics, Tuesday, July 27, 2021, in Tokyo, Japan. (AP Photo/Seth Wenig)

ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩოგბურთის ქალთა ტურნირს კიდევ ერთი ფავორიტი გამოეთიშა. მეორე ნომრად განთესილი იაპონელი ნაომი ოსაკა ორ სეტში დამარცხდა ჩეხ მარკეტა ვონდროუშოვასთან – 1:6, 4:6.

მასპინძელს პირველ სეტში საერთოდ არ წაუვიდა თამაში. მისმა მეტოქემ ექვსი ბრეიკპოინტი გამოიმუშავა და სამჯერ აიღო ბრეიკი, ოსაკას კი მხოლოდ ორი ბრეიკპოინტი ჰქონდა და არც ერთი ბრეიკი.

მეორე სეტი ოსაკამ ოდნავ უკეთ ჩაატარა – ბრეიკით დაწინაურდა, რომელიც ჩეხმა მეოთხე გეიმში დაიბრუნა. 3:3-ზე იაპონელს ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა, ვონდროუშოვამ კი მეათე გეიმში სამჯერ მიაღწია მატჩბოლამდე და მესამე ცდაზე შეძლო მოგება.

მსგავსი