მარკეტა ვონდროუშოვა ქალთა შორის უიმბლდონის 2023 წლის გათამაშების ჩემპიონია #1TVSPORT
მარკეტა ვონდროუშოვა ქალთა შორის უიმბლდონის 2023 წლის გათამაშების ჩემპიონია #1TVSPORT

24 წლის ჩეხი ჩოგბურთელი მარკეტა ვონდროუშოვა ქალთა შორის 2023 წლის უიმბლდონის გათამაშების ჩემპიონი გახდა. ფინალში მან გასული წლის ვიცე-ჩემპიონი, ტუნისელი ონს ჟაბური 6:4, 6:4 დაამარცხა.

მატჩის პირველი ბრეიქის შესრულება ტუნისელმა მოახერხა, თუმცა შემდეგ ვონდროუშოვამ უპირატესობა ხელში ჩაიგდო და მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა.

საერთო ჯამში, მსოფლიოს 42-ე ნომერმა ჩოგბურთელმა, ვონდროუშოვამ ექვსჯერ მოახერხა მეტოქის ჩაწოდებაზე გეიმის მოგება, ხოლო თავად ოთხჯერ დაკარგა თავის ჩაწოდებაზე. ის გახდა პირველი ჩოგბურთელი უიმბლდონის ისტორიაში, რომელმაც გათამაშება განთესვის გარეშე მოიგო. ასევე, ის არის მესამე ჩეხი ტრიუმფატორი უიმბლდონზე.

ვონდროუშოვასთვის უიმბლდონის ეს ტიტული პირველი დიდი სლემია კარიერაში. 2019 წელს ის საფრანგეთის ღია პირველობის მოგებასთან იყო ახლოს, თუმცა ეშლი ბარტისთან ორ სეტში დამარცხდა. რაც შეეხება ონს ჟაბურს, ის მესამედ დამარცხდა დიდი სლემის ტურნირის ფინალში.