ტოკიო 2020 | ქალთა საჩოგბურთო ტურნირს პირველი ჩოგანი გამოეთიშა #1TVSPORT
დიდი სენსაცია მოხდა ტოკიოს ოლიმპიადის ქალთა ტურნირის პირველ წრეში – ბრძოლას გამოეთიშა მსოფლიოს პირველი ჩოგანი და უიმბლდონის ჩემპიონი ეშლი ბარტი. ავსტრალიელმა ორ სეტში წააგო მსოფლიოს 48-ე ნომერთან, ესპანელ სარა სორიბეს ტორმოსთან – 4:6, 3:6.
ბარტიმ ძალიან ცუდად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე. პირველი ჩაწოდების სიზუსტე 54 პროცენტი ჰქონდა, პირველი ბურთით ქულების 59 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 41 პროცენტი. მეტოქეებს ცხრა-ცხრა ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ: ბარტიმ ორი გამოიყენა, სორიბეს ტორმომ – ხუთი. ასევე აღსანიშნავია ბარტის მიერ დაშვებული 55 უნებლიე შეცდომა.