ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მარტის ბაშოზე მესამე შეხვედრა გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ტოჩინოშინის მეტოქე მე-8-ე მაეგაშირა კოტონოვაკა იყო, რომელიც პერსპექტიულ მებრძოლად ითვლება და სპეციალსტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
ტოჩინოშინმა ორთაბრძოლა მძლავრი „კაჩიაგეთი“ დაიწყო და პირველივე შეჯახებისთანავე დააკარგვინა წონასწორობა მეტოქეს. ამის შემდეგ ქართველს მოწინააღმდეგის დოჰიოს მიღმა გაყვანა აღარ გასჭირვებია.
ხვალ ლევან გორგოძის პირისპირ კიდევ ერთი ახალგაზრდა მებრძოლი, მისი ვიზავი, ასევე მე-7 მაეგაშირა – კაგაიაკი იქნება რომელსაც მარტის ბაშოზე 2 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს.