ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება მარტის ბაშოზე [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მარტის ბაშოზე მესამე შეხვედრა გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინის მეტოქე მე-8-ე მაეგაშირა კოტონოვაკა იყო, რომელიც პერსპექტიულ მებრძოლად ითვლება და სპეციალსტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ტოჩინოშინმა ორთაბრძოლა მძლავრი „კაჩიაგეთი“ დაიწყო და პირველივე შეჯახებისთანავე დააკარგვინა წონასწორობა მეტოქეს. ამის შემდეგ ქართველს მოწინააღმდეგის დოჰიოს მიღმა გაყვანა აღარ გასჭირვებია.

ხვალ ლევან გორგოძის პირისპირ კიდევ ერთი ახალგაზრდა მებრძოლი, მისი ვიზავი, ასევე მე-7 მაეგაშირაკაგაიაკი იქნება რომელსაც მარტის ბაშოზე 2 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს.