ტამავაშიმ ტოჩინოშინი ახლოს არ მიუშვა - მეორე მარცხი მარტის ბაშოზე [ვიდეო] #1TVSPORT
ტამავაშიმ ტოჩინოშინი ახლოს არ მიუშვა - მეორე მარცხი მარტის ბაშოზე [ვიდეო] #1TVSPORT

ჰარუ ბაშოს მეორე დღეს კვლავ დამარცხდა ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე.

ტოჩინოშინი ისევ მონღოლ მეტოქეს შეხვდა და ამჯერად ჰატაკიკომის ილეთზე წამოეგო. ბრძოლის დასაწყისში ქართველმა უპირატესობის მოპოვება სცადა და ტამავაშის აქტიურად შეუტია, თუმცა გამოცდილმა მონღოლმა დოჰიოზე თავი შეიმაგრა და საბოლოოდ მისთვის დამახასიათებელი „ოშიძუმოს“ (გახსნილი ორთაბრძოლა) მეშვეობით მაინც დაიჭირა შეცდომაზე ტოჩინოშინი.

ხვალ, 16 მარტს ლევან გორგაძის მეტოქე მე-8 მაეგაშირა კოტონოვაკა იქნება, რომელსაც 2 დღის შემდეგ ერთი მოგება და ერთი წაგება აქვს