თეთრი სახლის თანამშრომლებმა გაფრთხილება მიიღეს, შესაძლებლობის ფარგლებში თავი შეიკავონ სამსახურში მისვლისგან
თეთრი სახლის თანამშრომლებმა გაფრთხილება მიიღეს, შესაძლებლობის ფარგლებში თავი შეიკავონ სამსახურში მისვლისგან

თეთრი სახლის თანამშრომლებმა გაფრთხილება მიიღეს, შესაძლებლობის ფარგლებში თავი შეიკავონ თეთრ სახლში მისვლისგან. ამის მიზეზი კი მიმდინარე საპროტესტსო აქციებია. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, თეთრ სახლთან გამართული აქციის დროს, თეთრი სახლის უსაფრთხოების სამსახურის სულ მცირე 60 თანამშრომელი დაშავდა. მათგან 11 საავადმყოფოშია გადაყვანილი. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამერიკის სხვადასხვა შტატში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი