თეთრი სახლი ტრამპისა და ზელენსკის კიდევ ერთი სატელეფონო საუბრის სტენოგრამას 12 ნოემბერს გაასაჯაროებს
თეთრი სახლი ტრამპისა და ზელენსკის კიდევ ერთი სატელეფონო საუბრის სტენოგრამას 12 ნოემბერს გაასაჯაროებს

თეთრი სახლი აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბრის სტენოგრამას 12 ნოემბერს გაასაჯაროებს. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ეს საუბარი 21 აპრილს შედგა და მის შესახებ ინფორმაცია თეთრ სახლს არ გაუვრცელებია. თუმცა, მაშინდელი საგანგებო წარმომადგენელი უკრაინაში, კურტ ვოლკერი ამ საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერდა და აღნიშნავდა, რომ დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა „დემოკრატიულმა პარტიამ“ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან 25 ივლისს შემდგარი სატელეფონო საუბრის საფუძველზე დაიწყო. „დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ ამ საუბრით დონალდ ტრამპი უკრაინელ კოლეგაზე ზეწოლას შეეცადა, როდესაც სთხოვა დაინტერესებულიყო საქმის გამოძიებით, რომელშიც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კონკურენტი, ჯო ბაიდენი და მისი ვაჟი ფიგურირებენ.

დატოვე კომენტარი