თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია – რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას თურქეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური მოვლენები განიხილეს

13:28, 08.11.2026

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა თურქეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური მოვლენები განიხილეს,- ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა და ირანსა და აშშ-ს შორის არსებული დაძაბულობაც განიხილეს.

„ერდოღანმა გამოთქვა იმედი, რომ თურქეთსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. მისი განცხადებით, მხარეები კვლავ გააგრძელებენ ძალისხმევას, რათა უახლოეს პერიოდში ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ახალი იმპულსი შესძინონ. ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობაზე საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ დაძაბულობა უნდა დასრულდეს და არსებული საკითხები დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს. მან ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი მშვიდობის დამყარებისთვის ძალისხმევას კვლავ გააგრძელებს. უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების მიზნით გააქტიურებულ დიპლომატიურ ძალისხმევასთან დაკავშირებით ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ნაბიჯები დადებით შედეგებს გამოიღებს.

მისი თქმით, თურქეთი ამ პროცესში წვლილის შეტანას კვლავ გააგრძელებს. მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთთან ურთიერთობის გააქტიურება.

ერდოღანმა ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის (OTS) სამიტის მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მსგავსი