თეთრ სახლთან მდებარე ერთ-ერთ ქუჩას რასიზმის საწინააღმდეგო მოძრაობის სახელი უწოდეს
თეთრ სახლთან მდებარე ერთ-ერთ ქუჩას რასიზმის საწინააღმდეგო მოძრაობის სახელი უწოდეს

ვაშინგტონში, თეთრ სახლთან მდებარე ერთ-ერთ ქუჩას რასიზმის საწინააღმდეგო მოძრაობა „ბლექ ლაიფ მეტერის“ სახელი დაარქვეს. შესაბამისი აბრა ქუჩაზე უკვე განათავსეს. ამავე ქუჩაზე დღეს დიდი ასოებით გააკეთეს წარწერა „შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“.

საუბარია იმ ქუჩაზე, რომელიც თეთრ სახლთან მიდის და სადაც პირველ ივნისს რასიზმისა და პოლიციის მხრიდან ძალადობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ამ დროს სამართალდამცველებმა აქტივისტები ძალის გამოყენებით განდევნეს. მოგვიანებით, თეთრი სახლიდან გამოვიდა ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ახლოს მდებარე ეკლესიისკენ გაემართა.

როგორც ვაშინგტონის მერის კანცელარიაში განაცხადეს, ამ კვირაში დიდი დავა მიმდინარეობდა, თუ ვისია ეს ქუჩა და მერმა მკაფიოდ თქვა, რომ ეს ქუჩა ქალაქს ეკუთვნის.