ტერეზა მეი - სამი წლის შემდეგ საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრექსიტის რეფერენდუმის შედეგი განვახორციელეთ
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ბრექსიტს „ტვიტერის“ მეშვეობით გამოეხმაურა
„დღეს, 11:00 საათზე ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს. სამი წლის შემდეგ საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2016 წლის რეფერენდუმის შედეგი განვახორციელეთ“, – წერს ტერეზა მეი.
ბრექსიტის შემდეგ, პირველი თებერვლიდან დაიწყება 11-თვიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი დაემორჩილება ევროკავშირის წესებს, თუმცა აღარ იქნება წარმოდგენილი ორგანიზაციის ინსტიტუტებში.