ტერეზა მეი ევროკავშირის სამიტამდე ევროპული კომისიის თავმჯდომარეს შეხვდება
ტერეზა მეი ევროკავშირის სამიტამდე  ევროპული კომისიის თავმჯდომარეს შეხვდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი 21 ნოემბერს ბრიუსელში ჩავა.

ტერეზა მეი ევროპული კომისიის თავმჯდომარეს, ჟან კლოდ იუნკერს შეხვდება და მასთან ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის მიღწეული შეთანხმების დეტალებზე ისაუბრებს.

შეხვედრა ევროკავშირის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე შედგება.

ბრექსიტთან დაკავშირებით 25 ნოემბერს ევროკავშირის სამიტი გაიმართება.

19 ნოემბერს შეთანხმების პროექტს ევროკავშირის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს.

ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბრექსიტის შესახებ შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ მიაღწიეს. დოკუმენტი 585-გვერდიანია. მას მხარი დაუჭირა ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა, თუმცა პარლამენტში განხილვა ხმაურიანი აღმოჩნდა.

ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 სექტემბერს უნდა დატოვოს.