„ტერაბანკი“ - ჩვენს ბანკთან დაკავშირებილი გაჭიანურებული სასამართლო პროცესი უკვე დასრულებულია
„ტერაბანკი“ - ჩვენს ბანკთან დაკავშირებილი გაჭიანურებული სასამართლო პროცესი უკვე დასრულებულია

ჩვენს ბანკთან დაკავშირებილი გაჭიანურებული სასამართლო პროცესი უკვე დასრულებულია, – ამის შესახებ „ტერაბანკის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა სალომე ქოქოსაძემ განაცხადა. ის „საერთაშორისო სამრეწველო პალატის“ თავმჯდომარის, ფადი ასლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, აღნიშნული კომპანია ხელისუფლების მხრიდან შევიწროებას განიცდის.

„სავარაუდოდ, ფადი ასლი გულისხმობდა გაწელილ სასამართლო დავას, რომლის გამოც ჩვენ ვერ ვავრცელებდით უფლებას ერთ-ერთ ჩვენს ქონებაზე. ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენი პრეტენზია შეეხებოდა ამ სასამართლო დავას, თუმცა ეს დავა ამჟამად დასრულებულია. ზეწოლას ასე ვერ დავარქმევთ, უბრალოდ, პროცესი გაჭიანურდა“, – განუცხადა სალომე ქოქოსაძემ „პირველ არხს“.

ფადი ასლიმ დღეს გაავრცელა რამდენიმე კომპანიის ჩამონათვალი, რომლებიც, ასლის თქმით, „დაზარალდნენ სახელმწიფოს მხრიდან და იმყოფებიან წნეხის ქვეშ”.

„ტერაბანკთან“ ერთად, ამ ჩამონათვალში მოხვდა კომპანია „ბრითიშ ამერიკან ტობაკოც“.

„ბრითიშ ამერიკან ტობაკომ“ ასევე უარყო ფადი ასლის ინფორმაციას, თითქოს აღნიშნული კომპანია ხელისუფლების მხრიდან შევიწროებას განიცდის.